მიიღეთ თქვენზე მორგებული კვლევები და უძრავი ქონების სხვა სერვისები

საცხოვრებელი დანიშნულების მიწები

ბოლო წლებში, თბილისში და მის შემოგარენში საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე მოთხოვნა მზარდი იყო. განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ შეიცვალა ბაზარი პანდემიის პირობებში, გაიზარდა თუ არა მოთხოვნა მსგავსი ტიპის მიწის ნაკვეთებზე და როგორი ტენდენცია შეინიშნება ფასების მხრივ. ამ მიზნით, კოლიერს ჯორჯიამ მიმოიხილა საცხოვრებელი დანიშნულების მიწის ნაკვეთების ბაზარი თბილისსა და მის შემოგარენში. კვლევის ფარგლებში ტრანზაქციების რაოდენობა, საშუალო ფასი და ბაზრის მოცულობა არის გააანალიზებული. საკვლევი პერიოდი მოიცავს 2019, 2020 წლებს და 2021 წლის პირველ ნახევარს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში თბილისსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე 822 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 56%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ტრანზაქციების რაოდენობის მხრივ საკვლევ არეალში ლიდერობენ წავკისი, ტაბახმელა და თხინვალა. აღნიშნულ დასახლებებში 2021 წელს დარეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა თითოეულში დაახლოებით 100 ერთეულს შეადგენს.

წყნეთში მოთხოვნამ 4.2%-ით დაიკლო, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ვაკანტური მიწის ნაკვეთების სიმცირით და ამასთანავე მაღალი საფასო განაკვეთით.

ტრანზაქციების შედარება (2019, 2020 და 2021)
წყარო: კოლიერსი

ახალი საინვესტიციო პლატფორმა
კოლიერსისგან

ინვესტინი საინვესტიციო პლატფორმაა, რომელიც შერჩეულ საინვესტიციო პროექტებს უყრის თავს.
აქტივების სელექციას კოლიერსის გუნდი ახორციელებს.