თბილისის მთლიანი საწარმოო და ლოგისტიკური ფართი შეადგენს 1.69 მილიონ კვ.მ-ს. 2018-2019 წლებში თბილისის ინდუსტრიული და ლოგისტიკური ქონებების ჯამური ფართი 31,000 კვ.მ-ით გაიზარდა, რაც 2%-იანი ზრდას ასახავს.
2017 წლის შემდეგ, ჯამური საშუალო შეწონილი იჯარა ხასიათდება კლებადი ტენდენციით, როგორც მშრალ ასევე სამაცივრე სასაწყობე ქონებებში. მაჩვენებელი B და C კლასის ქონებებში შემცირდა 6.4% და 4.7%-ით.
2017 წელთან შედარებით, ვაკანტურობის კოეფიციენტი B კლასის მშრალ საწყობებში შემცირდა 10 პროცენტული მაჩვენებლით, ხოლო C კლასის მშრალ საწყობებში - 12-ით.