მიიღეთ თქვენზე მორგებული კვლევები და უძრავი ქონების სხვა სერვისები
1.

განახლებული: 17 აგვისტო, 2021

2021 წლის პირველ ნახევარში A კლასის და არაკლასიფიცრებულ თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში საშუალო შეწონილი იჯარა მკვეთრად არ შეცვლილა. 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით მაჩვენებელი მხოლოდ 1.3%-ით შემცირდა A კლასში, ხოლო 2,3%-ით - არაკლასიფიცრებულ ბიზნეს ცენტრებში. რაც შეეხება B კლასის თანამედროვე ბიზნეს ცენტრებს, საშუალო შეწოილი იჯარა 9.2%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 13.4 აშშ დოლარი შეადგინა. მცირედი ზრდა შეინიშნებოდა C კლასის ბიზნეს ცენტრებში, აქ კვ.მ-ზე საშუალო შეწონილი იჯარა 11.2 აშშ დოლარიდან 11.5 აშშ დოლარამდე გაიზარდა

თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში საშუალო შეწონილი იჯარა კლასების მიხედვით (%), 2019-2020
H1 2019
H1 2020
H1 2021

2.

განახლებული: 17 აგვისტო, 2021

მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა A კლასის და არაკლასიფიცირებულ ბიზნეს ცენტრებში. ამ უკანასკნელში, ვაკანტურობის კოეფიციენტი 19 პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა, ხოლო A კლასში - 16-ით. ვაკანტურობის კოეფიციენტის მკვეთრი ზრდა დაკავშირებულია მიწოდების მნიშვნელოვნად ზრდასთან. ვაკანტურობის კოეფიციენტი კვლავაც ყველაზე მაღალია A კლასის ბიზნეს ცენტრებში და 44%-ს შეადგენს. მას მოსდევს C კლასი 25%-ით, არაკლასიფიცირებული ბიზნეს ცენტრები 25%-ით და B კლასი 11%-ით.

თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში ვაკანტურობის კოეფიციენტი კლასების მიხედვით (%), H1 2019 vs. H1 2020 vs. H1 2021
H1 2019
H1 2020
H1 2021

3.

განახლებული: 14 თებერვალი, 2021

2020 წელს საშუალო შეწონილი იჯარა 3%-ით შემცირდა არაკლასიფიცირებულ ბიზნეს ცენტრებში და კვ.მ-ზე 13.9 აშშ დოლარი შეადგინა. საშუალო შეწონილი იჯარა 3%-ით შემცირდა B კლასის ბიზნეს ცენტრებში, ხოლო 1%-ით A კლასში. აღნიშნული მაჩვენებელი 1%-ით გაიზარდა C კლასის ბიზნეს ცენტრებში და კვ.მ-ზე 11.4 აშშ დოლარს გაუტოლდა.

თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში საშუალო შეწონილი იჯარა კლასების მიხედვით (%), 2019-2020
2019
2020

4.

განახლებული: 14 თებერვალი, 2021

2020 წლის მდგომარეობით ვაკანტურობის კოეფიციენტი ყველა კლასის ბიზნეს ცენტრში გაიზარდა. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა A კლასის და არაკლასიფიცირებულ ბიზნეს ცენტრებში. ვაკანტურობის კოეფიციენტი გაიზარდა 22 და 10 პროცენტული მაჩვენებლით. ვაკანტურობის კოეფიციენტი კვლავაც ყველაზე მაღალია A კლასის ბიზნეს ცენტრებში და 47%-ს შეადგენს. მას მოსდევს C კლასი 24%-ით, არაკლასიფიცირებული ბიზნეს ცენტრები 16%-ით და B კლასი 14%-ით.

თანამედროვე ბიზნეს ცენტრების საშუალო ვაკანტურობის კოეფიციენტი 24%-ს შეადგენს და წინა პერიოდთან შედარებით 10 პროცენტული მაჩვენებლითაა გაზრდილი.

თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში ვაკანტურობის კოეფიციენტი კლასების მიხედვით (%), 2019-2020
2019
2020

5.

განახლებული: 14 თებერვალი, 2021

პანდემიის პერიოდში დარეგისტრირებული კონტრაქტების საშუალო შეწონილი იჯარა 15%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე. მაჩვენებელი 7% და 19%-ით მაღალია A კლასისა და C კლასის ბიზნეს ცენტრებში და კვ.მ-ზე 24.1 და 13.4 აშშ დოლარს შეადგენს. მაშინ როცა B კლასისა და არაკლასიფიცირებულ ბიზნეს ცენტრებში ახალი/განახლებული კონტრაქტების საშუალო შეწონილი იჯარა, შესაბამისად, 4%-ით და 12%-ით შემცირდა.

2020 წლის ახალი/განახლებული კონტრაქტების საშუალო შეწონილი იჯარა vs. 2019 წლის საშუალო შეწონილი იჯარა
2019
2020