მიიღეთ თქვენზე მორგებული კვლევები და უძრავი ქონების სხვა სერვისები

ზოგადი ეფექტები

1.

განახლებული: 27 აპრილი, 2021

საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება ტურიზმზე

საქართველოს ეკონომიკის ტურიზმზე დამოკიდებულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2019 წელს ტურიზმის სექტორის წილი საქართველოს მშპ-ში 8.1% იყო.

(წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია)

ადგილობრივ ტურიზმს მთლიან ტურიზმში მცირე წილი აქვს და 27%-ს შეადგენს (სასტუმროების სტუმრებში საქართველოს რეზიდენტების წილი, საქსტატი, 2019 წ). ამ მონაცემებით საქართველო ხვდება ქვედა მარჯვენა ჯგუფში (საბერძნეთის სიახლოვეს). მოსალოდნელია, რომ კრიზისს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ამ კატეგორიაში მოხვედრილი ქვეყნების სასტუმროების ინდუსტრიასა და ეკონომიკაზე, ეკონომიკური აღდგენის პროცესი კი ხანგრძლივი იქნება.

ტურიზმის წილი ეკონომიკაში; შიდა ტურიზმის წილი მთლიან ტურიზმში, 2019 წ.
მნიშვნელოვანი გავლენა სასტუმროს ინდუსტრიასა და ეკონომიკაზე, ხანგრძლივი ეკონომიკური აღდგენა
მნიშვნელოვანი გავლენა სასტუმროს ინდუსტრიასა და ეკონომიკაზე, ეტაპობრივი ეკონომიკური აღდგენა
მნიშვნელოვანი გავლენა სასტუმროს ინდუსტრიაზე, მაგრამ ნაკლებად ეკონომიკაზე, ნელი ტემპით ეკონომიკური აღდგენა
მნიშვნელოვანი გავლენა სასტუმროს ინდუსტრიაზე, მაგრამ ნაკლები ეკონომიკაზე, სწრაფი ეკონომიკური აღდგენა
წყარო: კოლიერსი

2.

განახლებული: 27 აპრილი, 2021

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები ქვეყნების მიხედვით

საქართველოში ტურისტები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიან. ტურისტების რაოდენობით წამყვანი ქვეყნებია: რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ევროკავშირის ქვეყნები (ერთობლივად აღებული). საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება - მეზობელი ქვეყნებისთვის (და არამარტო; იხილეთ სრული სია) საჰაერო საზღვრების ოფიციალურად გახსნა ერთის მხრივ შესაძლოა შვების მომტანი იყოს ტურიზმის სექტორისთვის, თუმცა მეორეს მხრივ ახალი რისკის წინაპირობად შეიძლება იქცეს. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა იმ ქვეყანაში, რომელთა ტურისტებსაც საქართველოს ტურიზმში დიდი წილი აქვთ, კოვიდ-19-ის შემთხვევები საქართველოზე მეტია, საზღვრების გახსნამ შეიძლება ახალი რისკი წარმოშვას პანდემიის კუთხით. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველომ გადაწყვიტა, რომ მთლიანად მოეხსნა შეზღუდვები, სრულად აცრილი მოგზაურებისთვის. ყველა ვიზიტორს, ვისაც მიღებული აქვს კოვიდ-19 ის ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზა, შეუძლია საქართველოში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური შედეგის წარდგენის ვალდებულების გარეშე.

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები ქვეყნების მიხედვით, 2019 წ.
წყარო: საქსტატი

3.

განახლებული: 27 აპრილი, 2021

შემოსული მგზავრები აეროპორტების მიხედვით

ევროპული კომისიის განცხადების მიხედვით, 2021 წლის ზაფხულისთვის ყველა წევრ სახელმწიფოში სასურველია აცრილი იყოს 80-ს გადაცილებული მოსახლეობის არანაკლებ 80% და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთა არანაკლებ 80%, სრული ზრდასრული მოსახლეობის არანაკლებ 70%. დიდი ბრიტანეთის პროგნოზის მიხედვით, ზაფხულამდე მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს ექნება მიღებული ვაქცინის ერთი დოზა მაინც. ეს იმედისმომცემი მონაცემები საქართველოსთვის ქმნის შესაძლებლობას, რომ ზაფხულიდან მოყოლებული ტურიზმის სამიზნედ აირჩიოს ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი. თუ შევხედავთ 2019 წლის მონაცემებს, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებმა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიიღეს დაახლოებით 420 ათასი მგზავრი. ამ ქვეყნებიდან შემოსულმა მგზავრებმა შეადგინეს ქუთაისის აეროპორტის მგზავრების 78% და თბილისის აეროპორტის მგზავრების 18%. როგორც თბილისის, თუმცა განსაკუთრებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების აღდგენას, პოზიტიური გავლენა ექნება ტურიზმზე, იქიდან გამომდინარე, რომ ამ აეროპორტის მთავარი სეგმენტის შემადგენელი ქვეყნების მოსახლეობა დიდი ალბათობით აცრილი იქნება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გამოაქვეყნა 2021 წლის ზაფხულის ფრენების ახალი გრაფიკი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები განხორციელდება 24 მიმართულებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 4 მიმართულებით (სრულიად Wizz Air), ხოლო ბათუმის აეროპორტიდან 6 მიმართულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლისთვის საქართველოს აეროპორტების ინფრასტრუქტურა გაფართოვდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ექნება 1.2-1.5 მლნ მგზავრის გამტარუნარიანობა, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გასამმაგდება და გაუტოლდება 1,000 მგზავრს საათში. ეს ცვლილებები კიდევ უფრო აუმჯობესებს ტურიზმის აღდგენის წინაპირობებს.საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გამოაქვეყნა 2021 წლის ზაფხულის ფრენების ახალი გრაფიკი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები განხორციელდება 24 მიმართულებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 4 მიმართულებით (სრულიად Wizz Air), ხოლო ბათუმის აეროპორტიდან 6 მიმართულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლისთვის საქართველოს აეროპორტების ინფრასტრუქტურა გაფართოვდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ექნება 1.2-1.5 მლნ მგზავრის გამტარუნარიანობა, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გასამმაგდება და გაუტოლდება 1,000 მგზავრს საათში. ეს ცვლილებები კიდევ უფრო აუმჯობესებს ტურიზმის აღდგენის წინაპირობებს.

შემოსული მგზავრები აეროპორტების მიხედვით
სხვა ქვეყნები
ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები
წყარო: კოლიერსი

4.

განახლებული: 27 აპრილი, 2021

ეკონომიკური სექტორების მოწყვლადობა კოვიდ-19-ის მიმართ

საქართველოს ეკონომიკის სექტორებს სხვადასხვა დონის მოწყვლადობა აქვთ წარმოქმნილი კრიზისისადმი. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემების თანახმად, 2020 წლის პროგნოზირებული მშპ-ს ცვლილება (საბაზრო ფასების მიხედვით), 2019 წელთან შედარებით უტოლდება -6.2%-ს. თუ შევადარებთ 2020 წელს 2019 წელს, შემცირების მაჩვენებლის (-16%), მიხედვით წამყვანი სამი სექტორებია: (1) ღამისგასათევი და საკვები სერვისები, ხელოვნება და გართობა (-891 მლნ ლარი), (2) ტრანსპორტირება და დასაწყობება (-487 მლნ ლარი), (3) საბითუმო და საცალო ვაჭრობა (-278 მლნ ლარი). შემცირება ამ სექტორში აისხნება შეზღუდვების არსებობით (კომენდანტის საათი, გადაადგილება, საქმიანობის ოპერირება), რაც პანდემიით იყო განპირობებული. მცირე ზრდა დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის სექტორში (+4%), ჯანდაცვის სექტორსა (+8%) და განათლების სექტორში (+3%).

ცვლილება მშპ-ს ღირებულებაში (მლნ) 2020 vs 2019
სოფლისმეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა
წიაღისეული
წარმოება
ელექტროენერგია
წყალი
მშენებლობა
საცალო ვაჭრობა
ტრანსპორტი
ღამისგათენების და საკვების სერვისი
ინფორმაცია და ტექნოლოგიები
ფინანსური სერვისები
უძრავი ქონება
პროფესიული საქმიანობა
საჯარო მართვა
განათლება
ჯანდაცვა
ხელოვნება და გართობა
სხვა აქტივობები

5.

განახლებული: 27 აპრილი, 2021

პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე ნეგატიურად იმოქმედა, მისი მოცულობა 2019 წელთან შედარებით 52.9%-ით შემცირდა. (წინასწარი მონაცემი, საქსტატი). პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველაზე მეტად კვლავ სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში შემცირდა - 285%-ით, რაც 2019 წელთან შედარებით 342 მლნ-ით ნაკლები ინვესტიციაა. სხვა სექტორები, რომლებშიც საგრძნობლად შემცირდა ინვესტიციები, არის: ენერგეტიკაა (2019 წელს შეადგინა FDI-ის 22%) - შემცირდა 97.8%-ით და ტრანსპორტი და კომუნიკაციები (2019 წელს შეადგინა FDI-ს10%) შემცირდა 52.3%-ით. სტაბილური ზრდა დაფიქსირდა ფინანსურ სექტორში, 47.1% და ასევე გაიზარდა აქტივობა უძრავი ქონების სექტორში.


პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით (2020 vs 2019)
წყარო: საქსტატი

6.

განახლებული: 27 აპრილი, 2021

ზრდა ფულად გზავნილებში

საქართველოში ფულადი გზავნილების შემოდინება პოზიტიური იყო 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით და გაიზარდა 9%-ით. ყველაზე რთული თვეები იყო 2020 წლის აპრილი და მაისი, რაც ემთხვევა მსოფლიო პანდემიის ყველაზე მძაფრ პერიოდს, თუმცა ივნისიდან მოყოლებული მონეტარული შემოდინების ტენდენცია მზარდი იყო და წლის ბოლოს შეადგინა 1.89 მილიარდი აშშ დოლარი. კონტექსტის უკეთ აღსაქმელად, 2008 წლის რეცესიისას ფულადი გზავნილები 2019 წელს 16%-ით შემცირდა 2008 წელთან შედარებით.

2019 წლის მონატარულ შემოდინებებთან შედარებით, 2020 წელს გარკვეული ცვლილებები დაფიქსირდა შემოდინების წყარო ქვეყნებს შორის. გზავნილების მოცულობით პირველ 5 ადგილზე კვლავ დაფიქსირდნენ იტალია, რუსეთი, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი, თუმცა 2019 წელთან შედარებით რუსეთიდან გზავნილების მოცულობა შემცირდა 15%-ით და გზავნილების მოცულობა გაიზარდა იტალიიდან 24%-ით, საბერძნეთიდან 14%-ით და აშშ-დან 22%-ით.

ფულადი გზავნილები თვეების მიხედვით, 2019-2020 (ათასი აშშ დოლარი)
2019
2020

5 წამყვანი ქვეყნიდან მონეტარული შემოდინების ცვლილება 2020 vs 2019, (ათასი აშშ დოლარი)