მიიღეთ თქვენზე მორგებული კვლევები და უძრავი ქონების სხვა სერვისები

სასტუმროები

1.

სასტუმროს ნომრების მთავარი მიმწოდებლები თბილისი და ბათუმი არიან. 2019 წელს თბილისში სასტუმროს ნომრების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა და 12,430 შეადგინა. ბათუმის მიწოდება გაიზარდა 6,341 ნომრამდე, რაც 13%-იანი ზრდა არის. სამომავლო პროექტებს თუ გავითალისწინებთ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში თბილისი და ბათუმი კვლავ მთავარი მიმწოდებლები იქნებიან.

თბილისში არსებული სასტუმროების მიწოდება
სასტუმროების რაოდენობა
ოთახების რაოდენობა
საწოლების რაოდენობა
წყარო: კოლიერსი


ბათუმში არსებული სასტუმროების მიწოდება
სასტუმროების რაოდენობა
ოთახების რაოდენობა
საწოლების რაოდენობა
წყარო: კოლიერსი
2.

Airbnb მნიშვნელოვნად უწევს კონკურენციას სასტუმროების ბაზარს. 2017 წლიდან შემოსავლები თითქმის გასამმაგდა.

Airbnb ბაზრის შემოსავალი წლების მიხედვით (აშშ დოლარი)
წყარო: AirDna
3.

ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში საერთაშორისო მაღალი კლასის სასტუმროების მიწოდება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც გამოიწვია ძირითადი მაჩვენებლების (ნომრის საშუალო დღიური ნორმა, დატვირთულობის კოეფიციენტი, შემოსავალი ერთ თავისუფალ ოთახზე) შედარებით შემცირება. საერთო ჯამში, ბაზრის ზომა უმნიშვნელოდ შემცირდა , რაც დაკომპენსირდა AIRBNB-ის ბაზრის მნიშვნელოვანი ზრდით. 2019 წელს აღნიშნულ ბაზარზე აკუმულირდა 35 მილიონი აშშ დოლარი. სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების ბაზარი ჯამში 2%-ით გაიზარდა.

თბილისის სასტუმროების ბაზრის მაჩვენებლები
წყარო: AirDna, კოლიერსი
ბათუმის სასტუმროების ბაზრის მაჩვენებლები
წყარო: AirDna, კოლიერსი
ჩამოტვირთვა
2019 წელს სასტუმროების ინდუსტრიაში ნომრების გაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ მაჩვენებელს, 500 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2.5%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებლთან შედარებით. ევროპის მასპინძლობის ინდუსტრიისთვის 2019 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან სხვადასხვა ბაზარზე მიწოდება მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მოთხოვნის ზრდა (1.5%) კვლავ აჭარბებდა მიწოდების ზრდას(1.4%). დატვირთულობა მხოლოდ 0.4%-ით გაიზარდა, ნომრის საშუალო დღიური ნორმა და შემოსავალი ერთ თავისუფალ ნომერზე კი - 1.8% და 2.2%-ით. Brexit-ის რისკებისა და განთავსების ალტერნატიული საშუალებების ზრდის მიუხედავად, ევროპის ბაზარი მდგრადია და 2019 წელს დატვირთულობის კოეფიციენტმა 72.2% შეადგინა. სამომავლოდ, მიწოდების ზრდა კვლავ გაგრძელდება. თუმცა, COVID-19-ის მიერ შექმნილი რისკების და გამოწვევების გამო, შედარებით მცირედი ზრდა არის მოსალოდნელი.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ბათუმში საერთაშორისო სასტუმროების მიწოდება არ შეცვლილა. ეს შესაძლოა იყოს ძირითადი მაჩვენებელების სტაბილურობის შენარჩუნების მიზეზი, მიუხედავად 2019 წელს არსებული რთული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობისა.
თბილისის და ბათუმის მსგავსად, Airbnb-ის ბაზარი აქტიურია მთის კურორტებზე. გუდაურსა და ბაკურიანში აპარტოტელების გაზრდილი პოპულარობა მამოძრავებელი ფაქტორია კონკურენციის მნიშვნელოვანი ზრდის და შედეგად Airbnb-ის ბაზრის გაუმჯობესების.
სპა და დანიშნულების კურორტების სასტუმროების ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია თავისი მაღალი მაჩვენებლებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მოსალოდნელია აბასთუმნის პოტენციალის მნიშვნელოვანი ზრდა. აღნიშნული კურორტი ბრენდირებული და განახლებულია უმაღლესი სტანდარტებით, სამომავლო მიწოდებაში 1000-ზე მეტი მეტი სასტუმროს ნომრით.
საერთაშორისო სასტუმროებზე კვლავ დიდი მოთხოვნა იქნება, ბრენდის მიმართ მომხმარებელთა ნდობის გამო. მათ შორის, ქსელური ბრენდული საშუალო კლასის სასტუმროები ყველაზე სწრაფად აღდგებიან კრიზის შემდეგ, რადგან მოგზაურები უპირატესობას ასეთი ტიპის სასტუმროებს მიანიჭებენ. რაც შეეხება საერთაშორისო მაღალი კლასის და ძვირადღირებულ სასტუმროებს, ისინი შესაძლოა შედარებით ნელი ტემპით აღდგნენ. ეს პროცესი განსაკუთრებით გახანგრძლივდება ძვირდაღირებული სასტუმროებისათვის. აღსანიშნავია, რომ შედარებით პატარა ზომის სასტუმროები უფრო სწრაფად მიაღწევენ ნულოვანი მოგების წერტილს, მაგრამ ნაკლებ სარგებელს მიიღებენ ახალი რეგულაციების შედეგად გაზრდილი ხარჯების გამო. დიდი ზომის სასტუმროები კი უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ ამ წერტილის მიღწევის შემდეგ.