მიიღეთ თქვენზე მორგებული კვლევები და უძრავი ქონების სხვა სერვისები

ოფისები

1.

2020 წლის ბოლოსთვის თანამედროვე ოფისების მიწოდება მნიშვნელოვნად, 26%-ით გაიზრდება.

მთლიანი ფართის განაწილება წლების მიხედვით (კვ.მ)
A კლასი
B კლასი
C კლასი
არაკლასიფიცირებული
სამომავლო
წყარო: კოლიერსი
2.

მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, ბაზრის შემდგომი გაფართოებისა და განვითარების გამო, სავარაუდოა რომ თბილისის A კლასის ბიზნეს ცენტრებში იჯარა დაღმავალ ტრენდს შეინარჩუნებს.

საშუალო შეწონილი იჯარა კლასების მიხედვით (აშშ დოლარი/კვ.მ)
2015
2016
2017
2018
2019
წყარო: კოლიერსი
3.

2019 წელს ვაკანტურობის კოეფიციენტი A კლასის ბიზნეს ცენტრებში დაეცა 39%-დან (2018 წელს) 25%-მდე, რაც ძირითადად გამოწვეული იყო King David-სა და GMT Plaza-ში ვაკანტური ფართების ათვისებით. ჯამურად კი, თბილისში ვაკანტურობის კოეფიციენტი 14%-ს შეადგენს.

ვაკანტურობის კოეფიციენტი კლასების მიხედვით
A class
B class
C Class
Unclassified
წყარო: კოლიერსი
ჩამოტვირთვა
ბიზნეს ცენტრების მოიჯარეებთან და მეიჯარეებთან კომუნიკაციისას იკვეთება რელოკაციებისა და საიჯარო ფასების გადახედვის ტრენდი. ვფიქრობთ, რომ მოსალოდნელია ორმხრივი მოძრაობა. მოიჯარეები, რომლებსაც აღნიშნული კრიზისი ნაკლებად შეეხოთ ძირითადად თავმოყრილია B და უფრო დაბალი კლასის ბიზნეს ცენტრებში. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია ამ ოფისების მაღალი კლასისკენ მიგრაცია, ძველი საიჯარო პირობების ფარგლებში. ხოლო მოიჯარეები, რომლებიც მაღალი რისკის ზონაში ხვდებიან მოსალოდნელია რომ გადაინავლებენ დაბალი კლასის ბიზნეს ცენტრებში ან ინდივიდუალურ ფართებში.
სამომავლო ფაიფლაინში არსებული ბიზნეს ცენტრების ჯამური ფართობის შეადგენს 78,000 კვ.მ-ს (26%-იანი ზრდა). ზოგიერთმა სამომავლო პროექტმა თავიდან დაგეგმა გახსნის საკითხი და ეს ტენდენცია შესაძლოა გაგრძელდეს ბაზრის განვითარების შესაბამისად.
ქოვორქინგ სივრცეები უფრო მეტია ვიდრე ოფისები: ისინი ქმნიან საზოგადოებას, ახდენენ იდეების ინკუბაციას და ეფუძნებიან ცოდნის გაზიარების კონცეფციას - თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ საყრდენს. ცხადია, რომ ქოვორქინგ სივრცეები ნამდვილად არის ტენდენცია რომელიც შენარჩუნდება მომავალში. ინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეების შეფასებით, ის ნამდვილად მომგებიანია. ადგილობრივი ბაზარიც მიყვება მსოფლიოს ტენდენციას და იზრდება ისეთი ტემპით, რომელიც ადგილობრივ მოთხოვნას შეესაბამება. ქოვორქინგ სივრცეები უფრო მეტია ვიდრე ოფისები: ისინი ქმნიან საზოგადოებას, ახდენენ იდეების ინკუბაციას და ეფუძნებიან ცოდნის გაზიარების კონცეფციას - თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ საყრდენს. ცხადია, რომ ქოვორქინგ სივრცეები ნამდვილად არის ტენდენცია რომელიც შენარჩუნდება მომავალში. ინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეების შეფასებით, ის ნამდვილად მომგებიანია. ადგილობრივი ბაზარიც მიყვება მსოფლიოს ტენდენციას და იზრდება ისეთი ტემპით, რომელიც ადგილობრივ მოთხოვნას შეესაბამება.
ბათუმისა და ქუთაისის ოფისების ბაზარი ჯერ ისევ განვითარების საწყის ეტაპზეა, ახლახანს იხსნება გასაქირავებელი საოფისე სივრცეები. რაც შეეხება თელავს და ზუგდიდს, ამ ქალაქებში არ არის ბიზნეს ცენტრების სამომავლო პროექტები, თუმცა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ან ადგილობრივი კომპანიების მოზიდვამ შესაძლოა სამომავლოდ დაასტიმულიროს მათი პოტენციალი.