უძრავი ქონების სხვა სექტორების მსგავსად, პანდემიის გამო თანამედროვე სავაჭრო ცენტრებიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჯამურად, დაახლოებით 5 თვის მანძილზე სავაჭრო ცენტრები არ ფუნქციონირებდნენ. ზოგადად, მკაცრი ჩაკეტვის დროს მესაკუთრეების უმეტესობა ტენანტებს საიჯარო გადასახადისგან ათავისუფლებდა.
ჩვენი შეფასებით და მესაკუთრეებთან კონსულტაციების შედეგად, წინა წელთან შედარებით საცალო ვაჭრობის ბრუნვა 3-ჯერ შემცირდა.
დაახლოებით 9 ათასი კვ.მ ფართი გამოთავისუფლდა 2020 წლის მეორე ნახევარში. ამრიგად, წინასწარი მონაცემების მიხედვით, წმინდა ათვისებული ფართის რაოდენობა დაახლოებით 6,000 კვ.მ-ს შეადგენს.
2020 წლის მდგომარეობით, ძირითადი მაჩვენებლების გარკვეულმა ნაწილმა სტაბილურობა შეინარჩუნა, ზოგიერთი კი მცირედით შემცირდა. მოსალოდნელია, რომ სავაჭრო ცენტრებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება 2021 წელს, რელოკაციის, იჯარის შემცირების ან ხელშეკრულების სხვა პირობების თვალსაზრისით.
განახლებული: 27 აპრილი, 2021
2020 წელს, თანამედროვე სავაჭრო ცენტრებში საშუალო შეწონილი იჯარა უმნიშვნელოდ შემცირდა. მაჩვენებელმა 3%-ით დაიკლო და კვ.მ-ზე 18.3 აშშ დოლარს (დღგ-ს გარეშე) გაუტოლდა.
განახლებული: 27 თებერვალი, 2021
საშუალო შეწონილი იჯარისგან განსხვავებით, ვაკანტურობის კოეფიციენტმა უმნიშვნელო, თუმცა პოზიტიური ცვლილება განიცადა. 2019 წლის შემდეგ, კოეფიციენტი 1 პროცენტული მაჩვენებლით გაუმჯობესდა და 9%-ს გაუტოლდა.
შემცირებული ვაკანტურობის კოეფიციენტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს City Mall Saburtalo, Gldani Mall-სა და City Mall Gldani-ში ფართის ათვისებასთან. ვაკანტური ფართი გაიზარდა Tbilisi Mall-ში, Merani Shoppin Gallery-სა და HomeMart-ში.
განახლებული: 27 აპრილი, 2021
თანამედროვე სავაჭრო ცენტრებში მოიჯარეთა კატეგორიების განაწილებაში უმნიშვნელო ცვლილებები შეინიშნება. მოდისა და ელექტრონიკის წილი 1%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ამ კატეგორიებში მოიჯარეების მიერ ათვისებული ფართის ჯამური რაოდენობა 4,000 კვ.მ-ს შეადგენს.
განახლებული: 14 თებერვალი, 2021
2020 წელს საშუალო შეწონილი იჯარა შემცირდა თბილისის ძირითად სავაჭრო ქუჩებზე. პეკინზე იჯარის 9%-იანი კლებდა დაფიქსირდა და კვ.მ-ზე 32.6 აშშ დოლარს გაუტოლდა, მაშინ როცა აღმაშენებლისა და ჭავჭავაძის გამზირებზე აღნიშნული მაჩვენებელი 5% და 3%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 24.4 და 29 აშშ დოლარი შეადგინა. საშუალო შეწონილი იჯარა 6%-ით გაიზარდა რუსთაველის გამზირზე.
განახლებული: 14 თებერვალი, 2021
თბილისის ძირითად სავაჭრო ქუჩებზე ვაკანტურობის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
აღმაშენებლის გამზირზე ვაკანტურობა 10%-დან 16%-მდე გაიზარდა. 2019 წლის ბოლოს რუსთაველზე აღნიშნული მაჩვენებელი 5%-ს შეადგენდა და 2020 წლის მონაცემებით 13%-იან ნიშნულს მიუახლოვდა. პეკინზე ასევე ზრდა დაფიქსირდა, 7%-დან 11%-მდე.
უმნიშვნელო, 1%-იანი ზრდა შეინიშნებოდა ჭავჭავაძის გამზირზე.
განახლებული: 14 თებერვალი, 2021
პანდემიის პერიოდში რეგისტრირებული კონტრაქტების საშუალო შეწონილი იჯარა 36%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე. აღნიშნულმა მაჩვენებელმა დრამატული, 50%-იანი კლება განიცადა აღმაშენებლის გამზირზე, კვ.მ-ზე 25.8 აშშ დოლარიდან 12.8 აშშ დოლარამდე. მნიშვნელოვანი, 40%-იანი კლება დაფიქსირდა რუსთაველის გამზირზე და საშუალო შეწონილი იჯარა კვ.მ-ზე 19.6 აშშ დოლარს შეადგენდა. საშუალო შეწონილი იჯარა 38%-ით შემცირდა პეკინზე, მაშინ როცა აღნიშნულმა მაჩვენებელმა მხოლოდ 3%-ით დაიკლო ჭავჭავაძის გამზირზე.
განახლებული: 14 თებერვალი, 2021
2020 წელს 169 მოიჯარემ დატოვა თბილისის ძირითადი სავაჭრო ქუჩები და გამოთავისუფლებული ობიექტების ჯამურმა ფართმა 11,385 კვ.მ შეადგინა. ვაკანტური ფართის 57% მდებარეობდა ჭავჭავაძისა და აღმაშენებლის გამზირებზე. Dunkin’ Donuts, OVS kids, Parfois, Flo, Finca Bank არიან იმ მოიჯარეებს შორის, რომლებმაც დახურეს თითო ფილიალი თბილისის ძირითად სავაჭრო ქუჩებზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი პანდემიის გამო არ დახურულა.