თბილისში თანამედროვე სავაჭრო ცენტრების მიწოდება წლების განმავლობაში იზრდება. 2019 წელს თბილისში სავაჭრო ფართების მიწოდების ზრდასთან ერთად მათი მასიური ათვისება მოხდა. მთლიანმა ათვისებულმა ფართმა 32,000 კვ.მ შეადგინა.
2019 წლის მონაცემებით, სავაჭრო ცენტრების საშუალო შეწონილი იჯარა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით მცირედით, 1.5%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 19 აშშ დოლარი შეადგინა. City Mall Saburtalo-ს გაფართოება და შედეგად გაზრდილი კონკურენცია იყო კლების ძირითადი მიზეზი.
ჭავჭავაძის გამზირზე ხანგრძლივი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ვაკანტურობის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2019 წელს, თბილისის სავაჭრო ქუჩებზე ვაკანტურობის ჯამური კოეფიციენტი 6%-დან 8%-მდე გაიზარდა.