მიიღეთ თქვენზე მორგებული კვლევები და უძრავი ქონების სხვა სერვისები

MICE

1.

თანამედროვე MICE ობიექტების საერთო ტევადობა 17,658 დელეგატია. 3,000-ზე მეტი დელეგატის ტევადობით, Paragraph Hotel & Convention Center Sololaki, სავარაუდოდ, ქალაქის MICE ბაზარზე შემატებს უდიდეს საკონვენციო სივრცეს.

თბილისში არსებული თანამედროვე MICE ობიექტების ტევადობა
წყარო: კოლიერსი
2.

2019 წელს, 6,881 შეხვედრა/ღონისძიება გაიმართა თბილისის თანამედროვე საკონვენციო ობიექტებში და დელეგატების რიცხვმა 466,997 შეადგინა.

წყარო: კოლიერსი
3.

2024 წლისათვის, ბათუმის MICE ბაზარს დაემატება 3,903 კვ.მ სივრცე, რომლის საერთო ტევადობა 3,134 დელეგატი იქნება.

მოთხოვნა შეხვედრებსა და ღონისძიებებზე თბილისში
წყარო: კოლიერსი
ჩამოტვირთვა

MICE IN GEORGIA

ამ მხრივ, საქართველოს, როგორც პოპულარულ და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ დასასვენებელ ტურისტულ მიმართულებას, MICE ინდუსტრიისთვის განვითარების მხრივ დიდი პოტენციალი აქვს.
დღესდღეობით, მიწოდებას ძირითადად ქმნის სასტუმროების საკონფერენციო და შეხვედრების ობიექტები. ქვეყანაში მაღალი და საშუალო კლასის სასტუმროების ბრენდების ზრდა მომდევნო წლებში ხელს შეუწყობს MICE სექტორის განვითარებას, განსაკუთრებით კი თბილისსა და ბათუმში.
დღესდღეობით, მხოლოდ ექსპო ჯორჯიასა და შერატონ მეტეხი პალასს შეუძლია 1,000 – ზე მეტი დელეგატის მასპინძლობა, რაც ართულებს ქვეყანაში დიდი საერთაშორისო კონფერენციების, გამოფენების ჩატარებას. გარდა ამისა, ღამის ფრენები და შედარებით მცირე რაოდენობის პირდაპირი ფრენები აფერხებს MICE სექტორის განვითარებას.
3,000-ზე მეტი დელეგატის ტევადობით, Paragraph Hotel & Convention Center Sololaki, სავარაუდოდ, ქალაქის MICE ბაზარზე შემატებს უდიდეს საკონვენციო სივრცეს. გარდა ამისა, თბილისსა და ბათუმში ორი მასშტაბური პროექტის დეველოპმენტი არის დაანონსებული. დიდი მასშტაბის საგამოფენო და შეხვედრების ობიექტებმა შესაძლოა ბაზარზე ახალი ტიპის მოთხოვნა წარმოშვას.
საერთაშორისო სასტუმროებში შეხვედრების ოთახის საშულო წლიური დატვირთულობის კოეფიციენტი თბილისში 32%-ია, ბათუმში კი - 12%. ხოლო ადგილების დატვირთულობის კოეფიციენტი (შეხვედრის ობიექტის ტევადობის გამოყენება) 15%-ია თბილისში და მხოლოდ 4% ბათუმში.
დატვირთულობის დაბალი მაჩვენებლები მიუთითებს თბილისსა და ბათუმში MICE ობიექტების არასაკმარისად გამოყენებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ბიზნეს ვიზიტების რაოდენობა, საშუალოდ, 9% -ით იზრდებოდა, საბარაუდოა რომ MICE ობიექტების არსებული მიწოდება გაორმაგდება თბილისსა და ბათუმში. თუ მიწოდებისა და ბიზნეს ტურიზმის ზრდის ტემპი შესაბამისობაში არ არის ერთმანეთთან, შესაძლოა ჭარბი მიწოდება წარმოიშვას.