მიიღეთ თქვენზე მორგებული კვლევები და უძრავი ქონების სხვა სერვისები

საცხოვრებელი უძრავი ქონების 2020 წლის შეჯამება

1.

განახლებული: 15 იანვარი, 2021

ახალაშენებული ბინების რაოდენობა 14%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი 26%-ით შემცირდა და 8,593 ერთეული შეადგინა.

ჯამურად, ახალ და ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა.

თბილისში ბინების ტრანზაქციების განაწილება ტიპების მიხედვით,
2020 vs. 2019
ახალი ბინები
ძველი ბინები

2.

განახლებული: 15 იანვარი, 2021

2020 წელს ახალაშენებული ბინების ბაზრის ღირებულება წინა წელთან შედარებით 20%-ით შემცირდა და 849 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 27%-იანი კლება დაფიქსირდა და ბაზრის ღირებულება 342 მილიონი აშშ დოლარი იყო.

თბილისში ბაზრის ღირებულების განაწილება ტიპების მიხედვით,
2020 vs. 2019
ახალი ბინები
ძველი ბინები

3.

განახლებული: 15 იანვარი, 2021

2020 წელს ახალაშენებული ბინების მედიუმ და პრემიუმ სეგმენტები წინა წლის მაჩვენებელს 43% და 40%-ით ჩამორჩებიან. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 4%-ით შემცირდა.

თბილისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების განაწილება სეგმენტების მიხედვით,
2020 vs. 2019
2019
2020

4.

განახლებული: 15 იანვარი, 2021

2020 წლის მეორე ნახევარში ახალაშენებული ეკონომ სეგმენტის ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით გაიზარდა. მედიუმ და პრემიუმ სეგმენტებში კი 28% და 46%-ით შემცირდა.

თბილისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების განაწილება სეგმენტების მიხედვით ნახევარწლიურ ჭრილში,
2020 vs. 2019
ეკონიმი
მედიუმი
პრემიუმი

5.

განახლებული: 15 იანვარი, 2021

2020 წელს ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 672 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი უმნიშვნელოდ, კვ.მ-ზე მხოლოდ 3 დოლარით (დაახლოებით 1%-ით) შემცირდა და 638 აშშ დოლარი შეადგინა.

თბილისში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ტიპების მიხედვით,
2020 vs. 2019
ახალი ბინები
ძველი ბინები

6.

განახლებული: 15 იანვარი, 2021

2020 წელს ახალაშენებულ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა თბილისის უბნების უმეტეს ნაწილში. მცირედი კლება დაფიქსირდა სამგორში, ნაძალადევსა და დიდუბეში, 2%, 1% და 6%. გამონაკლისს წარმოადგენდა გლდანი, სადაც ტრანზაქციების რაოდენობა 38%-ით გაიზარდა.

თბილისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების განაწილება, 2020 vs. 2019
2019
2020

7.

განახლებული: 15 იანვარი, 2021

ახალაშენებული ბინებისგან განსახვავებით, ძველ აშენებულ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი თბილისის ყველა უბანში მნიშვნელოვნად შემცირდა. სამგორში, გლდანსა და საბურთალოზე ტრანზაქციების რაოდენობა 24%, 30% და 22%-ით შემცირდა.

თბილისში ძველი აშენებული ბინების ტრანზაქციების განაწილება, 2020 vs. 2019
2019
2020

8.

განახლებული: 15 იანვარი, 2021

2020 წელს, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი საბურთალოზე, ფონაჭალასა და ბაგებში შემცირდა 10%, 9% და 4%-ით. წყნეთში, მთაწმინდაზე, გლდანსა და ნაძალადევში კი გაიზარდა 14%, 9% და 7-7%-ით. უნდა აღინიშნოს, რომ ფონიჭალასა და წყნეთში ახალაშენებული ბინების ბაზარი ნაკლებად აქტიურია.

თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი უბნების მიხედვით, 2020 vs. 2019
2019
2020

9.

განახლებული: 15 იანვარი, 2021

2020 წელს, ძველი აშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ყველაზე მეტად კრწანისში, წყნეთსა, და ისანში გაიზარდა, 14%, 13% და 7%. კრწანისსა და ისანში ფასის ზრდა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისეთ ძველ/ძვირადღირებულ უბნებთან, როგორიცაა აბანოთუბანი და ავლაბარი. ფასის მცირედი კლება დაფიქსირდა ვაკეში, მთაწმინდაზე, ჩუღურეთსა და დიდუბეში.

თბილისში ძველი აშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი უბნების მიხედვით, 2020 vs. 2019
2019
2020