განახლებული: 15 იანვარი, 2021
ახალაშენებული ბინების რაოდენობა 31%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი 19%-ით შემცირდა და 1,161 ერთეული შეადგინა.
ჯამურად, ტრანზაქციების რიცხვი ახალ და ძველ პროექტებში 29%-ით შემცირდა.
განახლებული: 15 იანვარი, 2021
2020 წელს ტრანზაქციების რიცხვი ახალაშენებულ ეკონომ, მედიუმ და პრემიუმ ბინებზე 21%, 56% და 23%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.
განახლებული: 15 იანვარი, 2021
2020 წელს, ახალაშენებული ბინების ბაზრის ღირებულება 35%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და 279 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 16%-იანი კლება დაფიქსირდა და ბაზრის ღირებულება 51 მილიონი აშშ დოლარი იყო.
განახლებული: 15 იანვარი, 2021
2020 წელს ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 6%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 776 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 662 აშშ დოლარი შეადგინა.