მიიღეთ თქვენზე მორგებული კვლევები და უძრავი ქონების სხვა სერვისები

სუბსიდირების ეფექტები

1.

განახლებული: 11 დეკემბერი, 2020

2020 წლის 1 ივლისიდან, ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი".

პროგრამის ფარგლებში, 5 წლის განმავლობაში შესაძლებელია იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის 4%-იანი სუბსიდირებით სარგებლობა.

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მხოლოდ დეველოპერულ კომპანიებში შეძენილ ბინებზე ვრცელდება და იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, ხოლო სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი - 240 თვე.

პროგრამის ფარგლებში 1 ივლისიდან 16 ნოემბრის ჩათვლით ჯამში გაცემულია 5,636 სესხი, რომელთა ჯამური მოცულობა შეადგენს დაახლოებით 543 მილიონ ლარს.

სუბსიდირებული სესხების რაოდენობა და მოცულობა (მლნ, ლარი)
სესხების რაოდენობა
სესხების ჯამური მოცულობა
*ნოემბრის მონაცემები მოიცავს 16 ნოემბრის ჩათვლით გაცემულ სესხებს
წყარო: კოლიერსი, აწარმოე საქართველოში

2.

განახლებული: 11 დეკემბერი, 2020

ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე პიკური თვე სექტემბერი იყო, როდესაც ჯამში 1,765 სესხი დასუბსიდირდა ჯამში 169 მილიონი ლარის ოდენობით.

რაც შეეხება სესხების საშუალო მოცულობას, აღნიშნული მაჩვენებელი მერყეობს 89 ათასი ლარიდან 110 ათას ლარამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე სუბსიდირების პროგრამა ძირითადად ეხმარება საცხოვრებელი ბაზრის ეკონომ სეგმენტს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ჯამურად ამ პერიოდის განმავლობაში გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირებულ სესხებს 30-35% უკავია.

სუბსიდირებული სესხების საშუალო მოცულობა თვის ჭრილში (ათასი, ლარი)
*ნოემბრის მონაცემები მოიცავს 16 ნოემბრის ჩათვლით გაცემულ სესხებს
წყარო: კოლიერსი, აწარმოე საქართველოში