მიიღეთ თქვენზე მორგებული კვლევები და უძრავი ქონების სხვა სერვისები

ზოგადი ეფექტები

1.

განახლებული: 22 ივნისი, 2021

ტურიზმის აღდგენის ტრენდი

ვაკვირდებით ტურიზმის აღდგენის ტრენდს თვეების მიხედვით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით. 2021 წლის 8 თვის შედეგებით ჯამურად ტურისტული (ღამისთევით) ვიზიტები 74%-ით ნაკლებია, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით. აღნიშნულზე გავლენა მოახდინა წლის დასაწყისში არსებული შეზღუდვებმა, გლობალურად გადაადგილების შეზღუდვამ და ტურისტული ნაკადების შემცირებამ.

აღსანიშნავია, ბოლო თვეებში ტურიზმის აღდგენის დინამიკა უფრო პოზიტიურია, ვიდრე ჯამურად 8 თვის მონაცემი, კერძოდ ივლისის და აგვისტოს თვეებში ტურისტული ვიზიტები დაახლოებით 35%-ით აღდგა. აღნიშნული პოზიტიური ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ტურისტული ვიზიტები 2021 წელს 2019 წელთან შედარებით ჯამურად დაახლოებით 30%-35%-ით აღდგეს.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობა თვეების მიხედვით, ათასები, (2019-2021)

2.

განახლებული: 27 აპრილი, 2021

საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება ტურიზმზე

საქართველოს ეკონომიკის ტურიზმზე დამოკიდებულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2019 წელს ტურიზმის სექტორის წილი საქართველოს მშპ-ში 8.1% იყო.

(წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია)

ადგილობრივ ტურიზმს მთლიან ტურიზმში მცირე წილი აქვს და 28.5%-ს შეადგენს (სასტუმროების სტუმრებში საქართველოს რეზიდენტების წილი, საქსტატი, 2019 წ). ამ მონაცემებით საქართველო ხვდება ქვედა მარჯვენა ჯგუფში (საბერძნეთის სიახლოვეს). მოსალოდნელია, რომ კრიზისს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ამ კატეგორიაში მოხვედრილი ქვეყნების სასტუმროების ინდუსტრიასა და ეკონომიკაზე, ეკონომიკური აღდგენის პროცესი კი ხანგრძლივი იქნება.

ტურიზმის წილი ეკონომიკაში; შიდა ტურიზმის წილი მთლიან ტურიზმში, 2019 წ.
მნიშვნელოვანი გავლენა სასტუმროს ინდუსტრიასა და ეკონომიკაზე, ხანგრძლივი ეკონომიკური აღდგენა
მნიშვნელოვანი გავლენა სასტუმროს ინდუსტრიასა და ეკონომიკაზე, ეტაპობრივი ეკონომიკური აღდგენა
მნიშვნელოვანი გავლენა სასტუმროს ინდუსტრიაზე, მაგრამ ნაკლებად ეკონომიკაზე, ნელი ტემპით ეკონომიკური აღდგენა
მნიშვნელოვანი გავლენა სასტუმროს ინდუსტრიაზე, მაგრამ ნაკლები ეკონომიკაზე, სწრაფი ეკონომიკური აღდგენა
წყარო: კოლიერსი

3.

განახლებული: 27 აპრილი, 2021

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები ქვეყნების მიხედვით

საქართველოში ტურისტები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიან. ტურისტების რაოდენობით წამყვანი ქვეყნებია: რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ევროკავშირის ქვეყნები (ერთობლივად აღებული). საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება - მეზობელი ქვეყნებისთვის (და არამარტო; იხილეთ სრული სია) საჰაერო საზღვრების ოფიციალურად გახსნა ერთის მხრივ შესაძლოა შვების მომტანი იყოს ტურიზმის სექტორისთვის, თუმცა მეორეს მხრივ ახალი რისკის წინაპირობად შეიძლება იქცეს. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა იმ ქვეყანაში, რომელთა ტურისტებსაც საქართველოს ტურიზმში დიდი წილი აქვთ, კოვიდ-19-ის შემთხვევები საქართველოზე მეტია, საზღვრების გახსნამ შეიძლება ახალი რისკი წარმოშვას პანდემიის კუთხით. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველომ გადაწყვიტა, რომ მთლიანად მოეხსნა შეზღუდვები, სრულად აცრილი მოგზაურებისთვის. ყველა ვიზიტორს, ვისაც მიღებული აქვს კოვიდ-19 ის ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზა, შეუძლია საქართველოში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური შედეგის წარდგენის ვალდებულების გარეშე.

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები ქვეყნების მიხედვით, 2019 წ.
წყარო: საქსტატი

4.

განახლებული: 27 აპრილი, 2021

დღიური დაინფიცირების მაჩვენებელი რეგიონის ქვეყნებში

დაახლოებით 3-თვიანი შეზღუდვების შედეგად, საქართველოში დღიური დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ შემცირდა (პიკური მაჩვენებლიდან - 5,500, 1000 შემთხვევამდე). ამ მომენტისთვის, დღიური ინფიცირების შემთხვევების მიხედვით, შედარებით დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, თუმცა საქართველოს ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების აზრით, დღიური დაინფიცირების შემთხვევების ზრდიდან გამომდინარე, მოსალოდნელია პანდემიის მესამე ტალღა. საერთაშორისო დონეზე განვითარებული მაგალითებიც ამაზე მიუთითებს.

წყარო: Our World in Data

5.

განახლებული: 27 აპრილი, 2021

მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებული ადამიანების წილი მთლიან მოსახლეობაში

მომდევნო ცხრილი გვიჩვენებს იმ ადამიანთა წილს ჯამურ მოსახლეობაში, რომელთაც მიიღეს კოვიდ-19-ის ვაქცინის ერთი დოზა მაინც. ეს მონაცემი შეიძლება არ უტოლდებოდეს სრულად აცრილ ადამიანთა წილს, ვინაიდან აცრა შედგება ორი დოზისაგან. 2021 წლის აპრილის თვის მიხედვით, აცრილი მოსახლეობის წილის მიხედვით მოწინავე ადგილზე ისრაელია, აქ მოსახლეობის 60%-ზე მეტმა მიიღო ვაქცინის ერთი დოზა მაინც. რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე კარგი მაჩვენებლით გამოირჩევა თურქეთი - მოსახლეობის 15%, აზერბაიჯანი - მოსახლეობის 10%, ხოლო რუსეთი - 8%. ვაქცინაციის პროცესი საქართველოშიც დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები ხელმისაწვდომია, ამ მომენტისათვის, ვაქცინის არანაკლებ 1 დოზისა მიღებული აქვს 35000 ადამიანს, რაც შეადგენს მოსახლეობის 1%-ს.

წყარო: Our World in Data

6.

განახლებული: 27 აპრილი, 2021

ქვეყნები ტურიზმისა და ვაქცინაციის გეგმის მიხედვით

გავაანალიზეთ იმ ქვეყნების ვაქცინაციის პოლიტიკადა პროგნოზები, რომლებსაც გავლენა აქვთ საქართველოს ტურიზმზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტურისტების უდიდესი წილი მოდის რუსეთზე, აზერბაიჯანზე, თურქეთზე, სომხეთსა და ევროკავშირის ქვეყნებზე. საჯარო პირებისა და ჯანდაცვის დაწესებულებების განცხადებების მიხედვით, ვაქცინაცია პროგნოზირებულია ამ ქვეყნებში, შ მთლიანი მოსახლეობის 40%-იდან 70%-მდე ნაწილში, 2021 წლის ზაფხულის დასასრულიდან წლის ბოლომდე, (მხოლოდ სომხეთს გააჩნია შეზღუდული ვაქცინაციის გეგმა). აღსანიშნავია, ისიც რომ Economist Intelligence Unit (The EIU) მიხედვით, მოლოდინები საქართველოსა და სომხეთში სრულ ვაქცინაციასთან დაკავშირებით გადაიწია 2023 წლისთვის.

რთულია იმის გარანტირება, რომ ეს პროგნოზები სრულად რეალიზდება, თუმცა ამ წინაპირობების გათვალისწინებით საქართველოს საერთაშორისო ტურიზმს ექნება პოტენციალი იმისა, რომ აღდგეს 30%-35%-ით 2021 წლის ბოლოსთვის, 2019 წელთან შედარებით, ძირითადად ზაფხულის სეზონის ხარჯზე.



7.

განახლებული: 27 აპრილი, 2021

შემოსული მგზავრები აეროპორტების მიხედვით

ევროპული კომისიის განცხადების მიხედვით, 2021 წლის ზაფხულისთვის ყველა წევრ სახელმწიფოში სასურველია აცრილი იყოს 80-ს გადაცილებული მოსახლეობის არანაკლებ 80% და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთა არანაკლებ 80%, სრული ზრდასრული მოსახლეობის არანაკლებ 70%. დიდი ბრიტანეთის პროგნოზის მიხედვით, ზაფხულამდე მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს ექნება მიღებული ვაქცინის ერთი დოზა მაინც. ეს იმედისმომცემი მონაცემები საქართველოსთვის ქმნის შესაძლებლობას, რომ ზაფხულიდან მოყოლებული ტურიზმის სამიზნედ აირჩიოს ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი. თუ შევხედავთ 2019 წლის მონაცემებს, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებმა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიიღეს დაახლოებით 420 ათასი მგზავრი. ამ ქვეყნებიდან შემოსულმა მგზავრებმა შეადგინეს ქუთაისის აეროპორტის მგზავრების 78% და თბილისის აეროპორტის მგზავრების 18%. როგორც თბილისის, თუმცა განსაკუთრებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების აღდგენას, პოზიტიური გავლენა ექნება ტურიზმზე, იქიდან გამომდინარე, რომ ამ აეროპორტის მთავარი სეგმენტის შემადგენელი ქვეყნების მოსახლეობა დიდი ალბათობით აცრილი იქნება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გამოაქვეყნა 2021 წლის ზაფხულის ფრენების ახალი გრაფიკი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები განხორციელდება 24 მიმართულებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 4 მიმართულებით (სრულიად Wizz Air), ხოლო ბათუმის აეროპორტიდან 6 მიმართულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლისთვის საქართველოს აეროპორტების ინფრასტრუქტურა გაფართოვდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ექნება 1.2-1.5 მლნ მგზავრის გამტარუნარიანობა, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გასამმაგდება და გაუტოლდება 1,000 მგზავრს საათში. ეს ცვლილებები კიდევ უფრო აუმჯობესებს ტურიზმის აღდგენის წინაპირობებს.საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გამოაქვეყნა 2021 წლის ზაფხულის ფრენების ახალი გრაფიკი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები განხორციელდება 24 მიმართულებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 4 მიმართულებით (სრულიად Wizz Air), ხოლო ბათუმის აეროპორტიდან 6 მიმართულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლისთვის საქართველოს აეროპორტების ინფრასტრუქტურა გაფართოვდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ექნება 1.2-1.5 მლნ მგზავრის გამტარუნარიანობა, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გასამმაგდება და გაუტოლდება 1,000 მგზავრს საათში. ეს ცვლილებები კიდევ უფრო აუმჯობესებს ტურიზმის აღდგენის წინაპირობებს.

შემოსული მგზავრები აეროპორტების მიხედვით
სხვა ქვეყნები
ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები
წყარო: კოლიერსი

8.

განახლებული: 27 აპრილი, 2021

სახელმწიფოს საპასუხო შეზღუდვების სიმკაცრის ინდექსი

მთავრობის რეაგირების/შეზღუდვების ხარისხის ინდექსი ასახავს, თუ რა სიმკაცრის ხარისხის ზომები აქვს მთავრობას გატარებული პანდემიის პირობებში. ინდექსი დგება ისეთი ინდიკატორების ანალიზის საფუძველზე როგორიცაა: სატრანსპორტო შეზღუდვები, სამუშაოების დახურვა, სკოლების დახურვა, და ა.შ.

როგორც ილუსტრაციიდან იკვეთება, საქართველოს შემოღებული შეზღუდვები რეგიონის და დასავლურ ქვეყნებში ყველაზე მაღალი ხარისხისაა. ევროპული ქვეყნების შეზღუდვების ხარისხი დაახლოებით 60-80 ქულის კატეგორიაში ვარდება. მოცემული ცხრილის მიხედვით, საქართველო ინარჩუნებდა ძალიან მკაცრ შეზღუდვებს, თუმცა ამ ეტაპისთვის ეს შედარებით შემსუბუქებულია და მერყეობს 60-70 ქულებს შორის.

სახელმწიფო შეზღუდვების ინდექსი COVID-19-ის საპასუხოდ: 2020 წლის 21 იანვრიდან დღემდე
წყარო: Our World in Data

9.

განახლებული: 27 აპრილი, 2021

ეკონომიკური სექტორების მოწყვლადობა კოვიდ-19-ის მიმართ

საქართველოს ეკონომიკის სექტორებს სხვადასხვა დონის მოწყვლადობა აქვთ წარმოქმნილი კრიზისისადმი. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემების თანახმად, 2020 წლის პროგნოზირებული მშპ-ს ცვლილება (საბაზრო ფასების მიხედვით), 2019 წელთან შედარებით უტოლდება -6.2%-ს. თუ შევადარებთ 2020 წელს 2019 წელს, შემცირების მაჩვენებლის (-16%), მიხედვით წამყვანი სამი სექტორებია: (1) ღამისგასათევი და საკვები სერვისები, ხელოვნება და გართობა (-891 მლნ ლარი), (2) ტრანსპორტირება და დასაწყობება (-487 მლნ ლარი), (3) საბითუმო და საცალო ვაჭრობა (-278 მლნ ლარი). შემცირება ამ სექტორში აისხნება შეზღუდვების არსებობით (კომენდანტის საათი, გადაადგილება, საქმიანობის ოპერირება), რაც პანდემიით იყო განპირობებული. მცირე ზრდა დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის სექტორში (+4%), ჯანდაცვის სექტორსა (+8%) და განათლების სექტორში (+3%).

ცვლილება მშპ-ს ღირებულებაში (მლნ) 2020 vs 2019
სოფლისმეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა
წიაღისეული
წარმოება
ელექტროენერგია
წყალი
მშენებლობა
საცალო ვაჭრობა
ტრანსპორტი
ღამისგათენების და საკვების სერვისი
ინფორმაცია და ტექნოლოგიები
ფინანსური სერვისები
უძრავი ქონება
პროფესიული საქმიანობა
საჯარო მართვა
განათლება
ჯანდაცვა
ხელოვნება და გართობა
სხვა აქტივობები

10.

განახლებული: 27 აპრილი, 2021

შემცირება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში

პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე ნეგატიურად იმოქმედა, მისი მოცულობა 2019 წელთან შედარებით 52.9%-ით შემცირდა. (წინასწარი მონაცემი, საქსტატი). პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველაზე მეტად კვლავ სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში შემცირდა - 285%-ით, რაც 2019 წელთან შედარებით 342 მლნ-ით ნაკლები ინვესტიციაა. სხვა სექტორები, რომლებშიც საგრძნობლად შემცირდა ინვესტიციები, არის: ენერგეტიკაა (2019 წელს შეადგინა FDI-ის 22%) - შემცირდა 97.8%-ით და ტრანსპორტი და კომუნიკაციები (2019 წელს შეადგინა FDI-ს10%) შემცირდა 52.3%-ით. სტაბილური ზრდა დაფიქსირდა ფინანსურ სექტორში, 47.1% და ასევე გაიზარდა აქტივობა უძრავი ქონების სექტორში.


პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით (2020 vs 2019)
წყარო: საქსტატი

11.

განახლებული: 27 აპრილი, 2021

ზრდა ფულად გზავნილებში

საქართველოში ფულადი გზავნილების შემოდინება პოზიტიური იყო 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით და გაიზარდა 9%-ით. ყველაზე რთული თვეები იყო 2020 წლის აპრილი და მაისი, რაც ემთხვევა მსოფლიო პანდემიის ყველაზე მძაფრ პერიოდს, თუმცა ივნისიდან მოყოლებული მონეტარული შემოდინების ტენდენცია მზარდი იყო და წლის ბოლოს შეადგინა 1.89 მილიარდი აშშ დოლარი. კონტექსტის უკეთ აღსაქმელად, 2008 წლის რეცესიისას ფულადი გზავნილები 2019 წელს 16%-ით შემცირდა 2008 წელთან შედარებით.

2019 წლის მონატარულ შემოდინებებთან შედარებით, 2020 წელს გარკვეული ცვლილებები დაფიქსირდა შემოდინების წყარო ქვეყნებს შორის. გზავნილების მოცულობით პირველ 5 ადგილზე კვლავ დაფიქსირდნენ იტალია, რუსეთი, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი, თუმცა 2019 წელთან შედარებით რუსეთიდან გზავნილების მოცულობა შემცირდა 15%-ით და გზავნილების მოცულობა გაიზარდა იტალიიდან 24%-ით, საბერძნეთიდან 14%-ით და აშშ-დან 22%-ით.

ფულადი გზავნილები თვეების მიხედვით, 2019-2020 (ათასი აშშ დოლარი)
2019
2020

5 წამყვანი ქვეყნიდან მონეტარული შემოდინების ცვლილება 2020 vs 2019, (ათასი აშშ დოლარი)

12.

განახლებული: 27 აპრილი, 2021

ვალუტის გაუფასურების პროცენტული მაჩვენებელი

ეროვნული ვალუტის გაუფასურების მაჩვენებელი აშშ დოლართან და რეგიონის სხვა ვალუტებთან მიმართებაში კვლავ მერყევია. ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის პარალელურად, ქართულმა ლარმა დაამყარა ახალი ანტი-რეკორდი და მარტის თვეში 2020 წლის იანვართან შედარებით გაუფასურდა 18.1%-ით აშშ დოლართან მიმართებაში. აღნიშნული ნაწილობრივ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურმა კრიზისმა (განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში) და რეგიონალურმა ეპიდემიურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ განაპირობა.2021 წლის მარტში თურქული ლირა გაუფასურდა 40%-ით, ხოლო რუსული რუბლი 22.5%-ით, 2020 წლის იანვართან შედარებით.


საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების ეროვნული ვალუტების გაუფასურება დოლართან მიმართებაში, %, იანვარი 2020 - მარტი 2021
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, შესაბამისი ქვეყნების ეროვნული ბანკები

13.

განახლებული: 27 აპრილი, 2021

ეკონომიკისა და ტურიზმის ტრენდის ანალიზზე დაყრდნობით, კოლიერსმა მოამზადა ტურიზმის სექტორის შემოსავლების აღდგენის პროგნოზი. ჩვენს მიერ შემოთავაზებული მოდელის მიხედვით პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის ნეგატიური ეფექტი გასტანს დაახლოებით 4-5 წელს, თუმცა აღდგენა ეტაპობრივად მოხდება და 2019 წლის შედეგები მიღწეული/აღდგენილი იქნება 2024 წლისთვის.

2020 წლის საქართველოს ტურიზმის მონაცემები გვაჩვენებს, რომ საერთაშორისო ტურიზმი 2019 წელთან შედარებით 79%-ით შემცირდა, ხოლო ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა 10%-ით (საქსტატი). სავარაუდოა, რომ საერთაშორისო ტურიზმის დაბალი აქტივობა 2021 წელსაც გასტანს. საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის დაბალ ტრენდზე, ჩვენი აზრით, იმოქმედებს ვაქცინაციის დაბალი ტემპი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში. ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზრდასრული მოსახლეობის 70% ვაქცინირებული უნდა იყოს 2021 წლის ზაფხულისთვის, საკმაოდ იმედისმომცემია. საქართველოს მეზობელ ქვეყნებსაც აქვთ ვაქცინაციის გეგმები, თუმცა ნაკლებად ამბიციური. მიუხედავად ამისა, თუ გადავხედავთ ვაქცინაციის მიმდინარე ტემპს ტურიზმის სამიზნე ქვეყნებში, შეიძლება ითქვას, რომ პროცედურა გაგრძელდება არანაკლებ 2021 წლის ბოლომდე. საქართველოში ვაქცინაცია დაწყებულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები ხელმისაწვდომია ამ ეტაპისთვის ვაქცინის პირველი დოზა მიიღო 35,000-მა ადამიანმა, რაც მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების აზრით, გვიან შემოდგომაზე მოსალოდნელია პანდემიის მესამე ტალღის განვითარება, რაც თავისმხრივ გამოიწვევს დამატებით შეზღუდვებს ეკონომიკურ აქტივობასა და გადაადგილებაში. ამ არგუმენტზე დაყრდნობით, ჩვენი აზრით, საერთაშორისო ტურიზმი 2019 წელთან შედარებით აღდგება 30%-ით, რაც მოხდება ზაფხულის სეზონის ხარჯზე. 2022 წელს მოსალოდნელია ტურიზმის აღდგენის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვინაიდან ამ დროისთვის მეტი ადამიანი იქნება აცრილი. ჩვენი აზრით, 2022 წელს საერთაშორისო ტურიზმი მიაღწევს 2019 წლის მაჩვენებლის 60%-ს, მაგრამ სრული აღდგენა ამ წელსაც არ იქნება შესაძლებელი, ვინაიდან პანდემია კვლავ მიმდინარე ფაზაში იქნება. ჩვენი აზრით საერთაშორისო ტურიზმი 2019 წლის შედეგს მიუახლოვდება 2023 წელს და ამ მონაცემს გადააჭარბებს 2024 წელს.

საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის აღდგენის პროგნოზი (*) კოლიერს საქართველო
ადგილობრივი ტურ. ვიზიტები
საერთაშორისო ტურ. ვიზიტები
წყარო: კოლიერსი

ტურიზმის აღდგენის პროგნოზი
წყარო: კოლიერსი

ადგილობრივი ტურიზმის ცვლილების ტრაექტორია საკმაოდ განსხვავდება საერთშორისო ტურიზმისგან. ქვეყნებს შორის გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, ტურისტები ირჩევენ და აირჩევენ ადგილობრივ ტურისტულ მიმართულებებს. 2020 წლის განმავლობაში, 2019 წელთან შედარებით, საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა მხოლოდ 10%-ით, შესაბამისად მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში ადგილობრივი ტურიზმის შედეგები არ შეიცვლება ისე მკვეთრად, როგორც ეს მოხდება საერთაშორისო ტურიზმის შემთხვევაში. უნდა გავითვალისწინოთ 2021 წლის ზამთრის პირველი ორი თვე, როდესაც სათხილამურო კურორტები სრულიად დახურული იყო და პარალელურად მოქმედებდა კომენდანტის საათი. ეს 2 თვე ნეგატიურად იმოქმედებს ტურიზმის ჯამურ შემოსავალზე, თუმცა ჩვენი აზრით 2021 წელს აღდგება 2019 წლის ადგილობრივი ტურიზმის 80%, ხოლო 2022-2024 წლებში ეს მონაცემი გაუთანაბრდება 2019 წლის მონაცემს.

ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ Fitch-ის, IMF-ის და საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს 2021-2024 წლების ეკონომიკური ზრდა. IMF-მა 2021 წლის საქართველოს მშპ-ს ზრდის პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირა, და მიუხედავად ამისა პროგნოზები საკმაოდ ოპტიმისტურად გამოიყურება (ზრდის მაჩვენებელი მერყეობს (3.5%-იდან 6%-მდე). საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის და ეკონომიკური ზრდის პროგნოზის (ჩვენ გამოვიყენეთ IMF-ს მონაცემები) გამოყენებით, გამოვთვალეთ, რომ ტურიზმის სექტორში შემოსავლები აღდგება შემდეგნაირად (2019 წელთან შედარებით): 2021 - 43% 2022 – 73%, 2023 – 93% და 2024 წელს გადააჭარბებს 2019 წლის მონაცემს.