მიიღეთ თქვენზე მორგებული კვლევები და უძრავი ქონების სხვა სერვისები

საცხოვრებელი

1.
თბილისის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა კვირების მიხედვით, 2021, 2020, 2019 წ.
2019 წელი
კრიზისამდე პერიოდი
რეაბილიტაციის პერიოდი
2021

2.

განახლებული: 27 იანვარი, 2022

თბილისში, 2021 წლის დეკემბერში 4,703 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 59%-ით მეტია. უნდა აღინიშნოს, რომ 406 ტრანზაქცია დარეგისტრირდა როგორც ტრანსფერი ორ დეველოპერს შორის. ამ მაჩვენებლის გათვალისწინების გარეშე, მოთხოვნის ზრდა 45% შეადგენს. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 66%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 230 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

თბილისში ბინების ტრანზაქციები და ბაზრის ზომა (აშშ დოლარი, მილიონი), დეკემბერი 2021 vs. 2020 vs. 2019
ბაზრის ზომა
ტრანზაქციების რაოდენობა

3.

განახლებული: 27 იანვარი, 2022

2021 წლის დეკემბერში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 3,499 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 80%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა.

თბილისში ბინების ტრანზაქციების განაწილება ტიპების მიხედვით, დეკემბერი 2021 vs. 2020 vs. 2019
ახალი ბინები
ძველი ბინები
წყარო: კოლიერსი

4.

განახლებული: 27 იანვარი, 2022

2021 წლის დეკემბერში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 86%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 23%-ით, 53 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

თბილისში ბინების ბაზრის ზომა ტიპების მიხედვით(აშშ დოლარი, მილიონი), დეკემბერი 2021 vs. 2020 vs. 2019
ახალი ბინები
ძველი ბინები
წყარო: კოლიერსი

5.

განახლებული: 27 იანვარი, 2022

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 81%-ით გაიზარდა. მედიუმ და პრემიუმ სეგმენტებში ტრანზაქციების რაოდენობა, შესაბამისად, 66% და 140%-ით გაიზარდა.

თბილისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების განაწილება სეგმენტების მიხედვით, დეკემბერი 2021 vs. 2020 vs. 2019
დეკემბერი-19
დეკემბერი-20
დეკემბერი-21
წყარო: კოლიერსი

6.

განახლებული: 27 ივლისი, 2021

თბილისში, 2021 წლის პირველ ნახევარში 16,383 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 54%-ით მეტია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი - 3%-ით.

ბინების ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში H1 2021 vs. H1 2020 vs. H1 2019
წყარო: კოლიერსი

7.

განახლებული: 27 ივლისი, 2021

მიუხედავად იმისა რომ ტრანზაქციების რაოდენობა 3%-ით გაიზარდა, 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით, ბაზრის ზომის მაჩვენებელი მცირედით, 0.2%-ით შემცირდა და 738 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2020 წლის პირველ ნახევართან შედარებას, 54%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც გამოწვეული იყო მკაცრი ლოქდაუნით ამ პერიოდში.

ბინების ტრანზაქციების ბაზრის ზომა, (აშშ დოლარი, მილიონი) H1 2021 vs. H1 2020 vs. H1 2019


გადმოწერა

მოლოდინები და შესაძლებლობები

საბანკო სექტორის მდგრადობა და სესხების ფინანსირების გაგრძელება უძრავი ქონების სექტორის მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი ხდება, შესაბამისად ამ სექტორზე მხარდაჭერაზე საუბარი საბანკო სისტემის მხარდაჭერასთან ერთად უნდა მოხდეს.
დეველოპერებმა შესაძლოა განიხილონ შიდა განვადებების ვადის გახანგრძლივების საკითხი და ამით შეინარჩუნონ მეტი გადამხდელი. ასევე, სასურველია რომ არ გადავიდნენ აგრესიულ ფასის შემცირებაზე, რადგან ამით ბაზრის ღირებულება ჯამში არ გაიზრდება.
დისტანცირების კულტურის განვითარებასთან ერთად, მოთხოვნა უფრო გაიზრდება ხელმისაწვდომ კერძო სახლებზე. მათ შორის პირველად საცხოვრებელ სახლებზე ქალაქთან ახლოს და აგარაკებზე ქალაქგარეთ. ასევე, სავარაუდოდ გაძლიერდება მოთხოვნა მცირე ზომის მიწის ნაკვეთებზე, სადაც მყიდველებს შეეძლებათ თავად დამოუკიდებლად ააშენონ.